Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№23/29 - 01

05.10.2020

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელის  დამტკიცების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემა და მეცნიერ-ხელმძღვანელი:

1.1. მათე შვანგირაძე - „საქართველო-დსთ-ს ქვეყნების ვაჭრობის თანამედროვე ტენდეციები“

  მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

1.2. ვასო ოჩიგავა - „სახელმწიფო ვალის ტენდენციები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (შედარებითი ანალიზი)“

  მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

1.3. გრიგოლ  კაპანაძე - ,, ელექტროენერგიის ეფექტიანად  გამოყენების  მიმართულებები საქართველოში“

 მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  მარინა  ჩავლეიშვილი

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი       გიორგი ღაღანიძე